ქუთაისის N12 საჯარო სკოლის გუნდი ეროვნული არქივის ინტელექტუალური თამაშის ფინალურ ათეულში მოხვდა
28-06-2018
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის გუნდი საქართველოს ეროვნული არქივის პროექტის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ ფინალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ ათეულში მოხვდა. სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში 328 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მონაწილეობდა, მათგან ფინალურ ეტაპზე 73 სკოლა გადავიდა.
სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესება.