ახალსოფლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა პროექტი „ზრუნვით გავუთბოთ ერთმანეთს გულები“ განახორციელა
28-06-2018

ქარელის ახალსოფლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ტოლერანტი“ მცირე გრანტის პროექტი „ზრუნვით გავუთბოთ ერთმანეთს გულები“ განახორციელა. 

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

ამ პროგრამის მიერ გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში ახალსოფლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მოიპოვა გრანტი და განახორციელა პროექტი. 

პროექტის დახურვის პრეზენტაციას სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ შიდა ქართლის კოორდინატორი ლია გორელიშვილი და PH International-ის წარმომადგენელი ინგა ქიბროწაშვილი ესწრებოდნენ. 

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია და ისაუბრეს იმაზე თუ რა გაკეთდა პროექტის ფარგლებში. 

ასევე, სტუმრებს წარმოუდგინეს ცეკვები და სხვადასხვა საკრავებზე შესრულებული სიმღერები.

ღონისძიება სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ფიქრია სარალიძემ შეაჯამა. 

გთავაზობთ ჩატარებულ პრეზენტაციას 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203