ჭოგნარის საჯარო სკოლის მოსწავლეს პედაგოგებმა და სკოლის აღსაზრდელებმა გაცილება მოუწყვეს
28-06-2018
ჭოგნარის საჯარო სკოლის მე-9 კლასის ერთადერთ მოსწავლეს ნინი ცინცაძეს სასწავლო წლის ბოლო დღეს პედაგოგებმა და სკოლის აღსაზრდელებმა გაცილება მოუწყვეს. „ბოლო ზარის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი კლასის ხელმძღვანელი ლელა ჩხაიძე იყო.
„ნინი სიყვარულითა და უდიდესი სითბოთი გააცილეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. საუკეთესო მომავალი უსურვეს და გზა დაულოცეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.