''მოდი ვითამაშოთ ერთად'' - თერჯოლის პირველ სკოლაში შშმ პირებისთვის ღონისძიებები გაიმართა
08-12-2016
თერჯოლის პირველ სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სახელწოდებით - „მოდი ვითამაშოთ ერთად“, რომელშიც 18 წლამდე 40 შშმ პირი მონაწილეობდა - თერჯოლის, ზესტაფონის და ხარაგაულის დღის ცენტრებიდან. 

ღონისძიების მიზანი იყო შშმ პირების საზოგადოებაში ადაპტაციის ხელშეწყობა, სტრეოტიპების რღვევა და შშმ პირების უფლებების, თანასწორობის, ღირსების პატივსცემა. დღის განმავლობაში გაიმართა სპორტული და კულტურული, ასევე სხვადასხვა გასართობი აქტივობა. 

ღონისძიება აშშ „მშვიდობის კორპუსის“ და „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა. მას პარტნიორობა გაუწია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმათ DDF“, თერჯოლის პირველმა საჯარო სკოლამ და თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალურმა ცენტრმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203