ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში უცხოური ენების კათედრის პედაგოგებმა სოფიო ბრეგაძემ და ქეთევან ბუხაიძემ ინგლისურ ენაზე მხატვრულ-შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციებში მონაწილეობდნენ.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა კი მონო სპექტაკლი The Little Red Hen („პატარა წითელი ქათამი") წარმოადგინეს.
ღონისძიებას სკოლის დირექცია და პედაგოგები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები