ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბავშვთა გასართობმა ცენტრმა უმასპინძლა
28-06-2018

ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა გასართობ ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც პირველი ივნისი აღნიშნეს. 

მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე მიკი მაუსმა, პეპიმ, მინიონებმა და სხვა გმირებმა მიულოცეს. 

„ბავშვებმა ზღაპრისა და მულტფილმის გმირებთან ერთად ბევრი იხალისეს, იცეკვეს, იმღერეს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა თამაშებში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

შეხვედრა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ქვემო ალვანის საინიციატივო ჯგუფის 2018 წლის პროგრამული საქმიანობის ფარგლებში გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203