ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლემ დებატების კონკურსის ფინალურ ტურნირში წარმატებით იასპარეზა
28-06-2018
ქობულეთის, ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ გაბაიძემ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ პროექტის - „იდებატე“ 2018 წლის გაზაფხულის სეზონის ფინალურ ტურნირში წარმატებით იასპარეზა.
მარიამ გაბაიძე ფინალურ ტურნირში წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
სკოლა აღსაზრდელს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. იხილეთ ფოტოები