ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენის პატივსაცემად ღონისძიება ჩაატარეს
28-06-2018
ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები და ცნობილი მწერლების გამონათქვამები წაიკითხეს. მოზარდებმა ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლიც აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მოსწავლეებმა მშობლიური ენის მნიშვნელობის გასააზრებლად და პატივსაცემად ჩაატარეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. იხილეთ ფოტოები