ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს
29-06-2018
ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები დამრიგებლის ლიანა შაინიძის ხელმძღვანელობით, ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. სკოლის აღსაზრდელებმა მწერლის ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და გამოცემები დაათვალიერეს.
სკოლის წარმომადგნელის თქმით, აქტივობა მწერლის შემოქმედების უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად.
მოსწავლეები სახლ-მუზეუმიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. იხილეთ ფოტოები