„მზის შვილებო, ერთად გავაფერადოთ სამყარო!“- თბილისის N114 საჯარო სკოლის მოსწავლეების გზავნილი
29-06-2018

„მეგობრები ქრომოსომების არ ითვლიან“ - დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის გზავნილს თბილისის N114 საჯარო სკოლა შეუერთდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მესამეკლასელებმა თანატოლებს სიყვარულისა და მეგობრობის ხელი გაუწოდეს.

მე-3 და მე-3 კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებლების მაკა სეფიაშვილის და ეკატერინე ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, მუყაოსგან ფერადი წინდები გამოჭრეს და კედლის გაზეთები დაამზადეს დევიზით - „მეგობრები ქრომოსომების არ ითვლიან, „ჩვენ ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“, „მზე ყველას გვათბობს!“, „მზის შვილებო, ერთად გავაფერადოთ სამყარო!“. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203