მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროკურატურის ვიდეო კონკურსში გაიმარჯვეს
29-06-2018
მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროკურატურის მიერ გამოცხადებულ ვიდეო კონკურსში, სახელწოდებით-„ჩვენ უარს ვამბობთ იარაღზე“, პირველი ადგილი მოიპოვეს.
სკოლის დირექცია პედაგოგ ანა იმერლიშვილსა და X (აწ უკვე XI) კლასის მოსწავლეებს: საბა კიკნაძეს, რეზო ვარძიაშვილს, გიგა აგახანოვს, გიორგი რევაზიშვილს, ლუკა დიდებაშვილს, სანდრო ხუბერაშვილსა და დათა ხუბერიშვილს ამ გამარჯვებას ულოცავს და მეტ წარმატებას უსურვებს.