ღების საჯარო სკოლაში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა მიმდინარეობს
29-06-2018
ღების საჯარო სკოლაში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელება 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.
 

ხელმძღვანელი ღების საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ამირან ლობჟანიძე გახლავთ.

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ძირითადი მიზანია, ადამიანს დაეხმაროს საკუთარი მიდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, ბაზრის მოთხოვნებისა თუ განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით აირჩიოს ან შეცვალოს პროფესია. 

პროგრამა აგრეთვე მიზნად ისახავს მოსწავლეები პროფესიული გადაწყვეტილების მიღების თეორიული, პრაქტიკული ცოდნითა და უნარით აღჭურვოს.

პროგრამის ფარლებში მოსწავლეებს  ძალიან სახალისო და საინტერესო აქტივობების შესრულება უწევთ, რაც მათ საკუთარი პიროვნების უკეთ შეცნობასა და, შესაბამისად, მომავალი პროფესიების გააზრებაში ეხმარება.

მე-IX კლასში ჩატარებული გაკვეთილები: 

N1 გაკვეთილი

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეთა ინფორმირება პროფესიის არჩევის მნიშვნელობაზე, პროფესიათა მახასიათებლებისა და კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელთათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გააზრება.

გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები:

მინი-ლექცია; გონებრივი იერიში; ჯგუფური მუშაობა „შეურჩიე პროფესია“; მინი ლექცია- ჰოლანდის ტიპოლოგიისა და კლიმოვის კლასიფიკაციის გაცნობა.

შედეგი: მოსწავლეებმა მომავალი პროფესიის არჩევის მნიშვნელობა გააცნობიერეს. მოსწავლეები  პროფესიათა ჯგუფების მახასიათებლებს გაეცნენ და ჯგუფში მუშაობის უნარი გააუმჯობესეს. 

N2 გაკვეთილი:

მიზანი: სუბიექტური რეალობის არსებობის გაცნობიერება, სტერეოტიპების გავლენა და მათი მოქმედება.

გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები: დისკუსია; გონებრივი იერიში; ჯგუფური მუშაობა; მინი ლექცია; პრეზენტაცია; კითხვა-პასუხი.

მოსწავლეებს მიზანი გაკვეთილის დასაწყისშივე განემარტათ. თითოეული მათგანი აქტივობებში თანაბრად ჩაერთო. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი ვარაუდები თამამად გამოეთქვათ და შეხედულებები დაეფიქსირებინათ. საკითხის უკეთ გაგების მიზნით პრეზენტაციაც მომზადდა.

შედეგი: აღქმის ილუზიები და სუბიექტურობის გააზრება; პროფესიის არჩევაზე მოქმედი სტერეოტიპების და მათი მოქმედების რისკების გაცნობიერება.

N3 გაკვეთილი:

მიზანი: პროფესიათა მახასიათებლებისა და კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელთათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გააზრება.

გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები: დისკუსია; გონებრივი იერიში; ჯგუფური მუშაობა, როლური თამაშები; პრეზენტაცია; კითხვა-პასუხი.

შედეგი: მოსწავლეებმა პროფესიათა მახასიათებლებისა და კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელთათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები გააცნობიერეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203