„ანაბასისის“ მოსწავლე მომღერალთა გუნდმა ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IV ეროვნულ მონაწილეობა კონკურსში მიიღო
29-06-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლე მომღერალთა გუნდმა „ანაბასისმა“ მონაწილეობა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IV ეროვნულ კონკურსში მიიღო.
პირველი ტური ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სკოლაში გაიმართა.
გუნდი მეორე ტურში გადავიდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა.
„ანაბასისის“ მომღერალთა გუნდი კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარმატებით წარსდგა.
შედეგები ცნობილია-სკოლის გუნდი საპრიზო სამეულში მოხვდა.
სკოლის დირექცია გუნდის ხელმძღვანელ უნიჭიერეს პედაგოგ თეა მიქაბერიძეს, რომელიც სულსა და გულს დებს თავის საქმიანობაში და მის მოსწავლეებს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ თავიანთ მასწავლებელთან ერთად, წარმატებას უსურვებს.
ასევე, სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე მომღერალთა გუნდის წევრებს გამარჯვებას ულოცავს და მათ კონკურსის დიპლომებს გადასცემს.