წონიარისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი აქტუალურ და პრობლემურ თემებზე პროექტებს ახორციელებს
29-06-2018
წონიარისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა სამოქალაქო კლუბი - „ნიკე“ ჩამოაყალიბეს.  

მოსწავლეები კლუბის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული და მოსახლეობასთან აქტუალურ და პრობლემურ თემებზე საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ.

კლუბის ერთ-ერთ წევრის თქმით, კლუბის მიზანია, თემში არსებული პრობლემის აღმოჩენა, გაანალიზება და პრობლემის აღმოსაფხვრელად გზების ძიება.

„ვცდილობთ ადგილობრივ მოსახლეობას მივაწოდოთ საჭირო ცნობები, ამა თუ იმ პრობლემის შესახებ. 2 თვეში რამდენიმე პროექტი გავაკეთეთ. ერთ-ერთი პროექტი იყო ტრეფიკინგზე - „არ გახდე მსხვერპლი.“  ჩვენი თემის სოფლებში გავედით, მოსახლეობას შევხვდით და ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები გავაცანით. პროექტის მიზანი იყო: 1) ახალგაზრდობის ტრეფიკინგის საფრთხეებისაგან დაცვა 2) ტრეფიკინგის რისკის ჯგუფის გაგება. 3)ტრეფიკინგის,როგორც პროფესიის, ეტაპების გაცნობა“,-აღნიშნავს სკოლის აღსაზრდელი. 

მიმდინარე პროექტით „ნიკემ“ მოიპოვა გრანტი 450 დოლარის ოდენობით, რითაც სასკოლო ტექნიკა შეიძინა. 

კლუბმა ასევე პროექტი „ნაადრევი ქორწინება“ განახორციელა. 

„თემში წამოიჭრა საკამოდ მძიმე პრობლემა რომელსაც „ნაადრევი ქორწინება“ ჰქვია ეს ის პრობლემაა, როდესაც ხალხს ცნობიერების ამაღლება სჭირდება. საჭიროა ახალგაზრდები, მშობლები უფროსი თაობაც იყოს ინფორმირებული ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ საკმაოდ მძიმე შედეგებზე. ახალგაზრდა წყვილი შეიძლება დაშორდეს აზრთა სხვადასხვაობის გამო ან ახალგაზრდებს შეექმნათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენი პროექტის მიზანი არის ის, რომ შეძლებისდაგვარად აღმოიფხვრას ეს პრობლემა და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით ხალხს საკმაოდ საინტერესო და ღირებული ინფორმაცია მივაწოდოთ“,-ამბობს კლუბის წევრი. 

მოსწავლეთა პროექტის - „ნაადრევი ქორწინება“ პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203