სუხჩის საჯარო სკოლაში 2017-18 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებს სკოლის დამთავრება სკოლის დირექტორმა ზეინაბ კაჭარავამ მიულოცა.
მან გასული სასწავლო წელი შეაფასა, ისაუბრა მოსწავლეთა წარმატებებსა და მიღწევებზე ეტალონის შესარჩევ კონკურსსა და კინგსის ოლიმპიადაში და წარმატებული მოსწავლეები დაასახელა: გიორგი გელენიძე (IX კლასი), მარიამ მოგელაძე (VII კლასი ), ლიკა გოფოძე და ნინო გოფოძე (VIIკლასი).
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ლექსები, სიმღერები, ცეკვები და საინტერესო ინსცენირებები წარმოუდგინეს.