ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები საქართველოს პროკურატურის კონკურსში საუკეთესოდ დასახელდა
29-06-2018
ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების, ნინო აბრამიძისა და გუგა ჩიკვილაძის ნამუშევრები საქართველოს პროკურატურის კონკურსის საუკეთესო ნამუშევრებს შორის მოხვდა.
ნორჩ ხელოვანთა დაჯილდოების ცერემონიალი სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში გაიმართა.
მოსწავლეების ნამუშევრები 80 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა.
ვანის N1 საჯარო სკოლის დირექცია
მადლობას უხდის საქართველოს პროკურატურასა და სამტრედიის პროკურორს მალხაზ გეწაძეს პროექტის განხორციელებისთვის. იხილეთ ფოტოები