„დედაენა ერთია, დედაენა ღმერთია“ - ამ სახელწოდების პროექტი განახორციელა სახელმწიფო ენის კათედრამ გეზათის სკოლაში.
პროექტი მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის “დედაენის“ 140-ე წლისთავს. პროექტის მიზანი იყო იაკობ გოგებაშვილის დედაენის“ პოპულარიზაცია, მოსწავლეებში შემოქმედებთი უნარ-ჩვევების განვითარება.
პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები I-IX კლასის მოსწავლეები, ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლები, კლასის დამრიგებლები, მშობლები.
პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლოლა ქურასბედიანი, ხოლო 25 ნოემბერს ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „დედაენა ერთია დედაენა ღმერთია“.
იგი გაიხსნა კედლის გაზეთის სპეციალური ნომრის„ლურჯა ცხენების“პრეზენტაციით, რომელიც გააკეთა მე-8 კლასის მოსწავლემ ანი ფირცხალავამ.
გაზეთი მთლიანად იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“ მიეძღვნა, ღონისძიება გახსნეს მე-9 კლასის მოსწავლეებმა.
მათ საინტერესოდ ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე. ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა „დედაენაზე“ შექმნილი ლექსები და სიმღერები.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ლია ფირცხელავას მიერ წაკითხული ანა კალანდაძის ლექსი „რა უფრო მოგწონს დედაენაში“.
ღონისძიებაში ყველაზე პატარა მონაწილეებმა, პირველკლასელებმა წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის „ვანო და ფრინველები“. ღონისძიება ჩატარდა მაღალ დონეზე, დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება.