ქობულეთის, ციხისძირის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგი ზინა თურმანიძე სკოლიდან გააცილეს.
სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა მასწავლებელს 50-წლიანი ღირსეული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
„ჩვენს სკოლაში მასწავლებლობის ამაღლების სევდიანი და დიდებული დღე გაიმართა. ღვაწლმოსილ პედაგოგს პატივი ვეცით, რომელიც ნახევარი საუკუნეა მასწავლებლობის ლამპრად ანთია და თაობებს ცხოვრების ბილიკებს სიყვარულით უნათებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები