ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის მოსწავლის ნამუშევარმა ფიზიკის კონკურსზე მოწონება დაიმსახურა
29-06-2018
ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სხვა სკოლების წარმომადგენლებთან ერთად, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში ფიზიკის ექსპონატების კონკურსში მონაწილეობა მიიღეს.
კონკურსის მონაწილეებმა (მათ შორის გუნდებმა), მათ მიერ დამზადებული 11 ნამუშევარი წარადგინეს.
მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ნოზაძის „ელექტროსკოპმა“ მოწონება დაიმსახურა და მუზეუმში ექსპონანტის სახით დარჩა, მარიამი კი ქების სიგელით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.
პირველი ადგილის მფლობელს ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა საჩუქრად ტაბი გადასცა.
კონკურსის ყველა მონაწილე სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქრით დასაჩუქრდა. იხილეთ ფოტოები