ხოფურის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის შემაჯამებელი პედაგოგიური საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
საბჭოს თავმჯდომარემ, ნონა გაზდელიანმა, სხდომაზე გასული სასწავლო წელიწადი შეაფასა.
საბჭოს წევრებმა პრობლემებზე, იდეებზე და იმ წარმატებებზე ისაუბრეს, რომელიც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელდა.
სკოლის დირექტორმა პედაგოგებს მიმართა, რომ ძლიერი საქართველოს შენებაში თითოეული მათგანის წვლილი უმნიშვნელოვანესია და მათ თავდადებული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა.
სკოლის დირექტორმა, ასევე, წლის საუკეთესო პედაგოგი სკოლის სიგელით დააჯილდოვა.