„ენა დედაა ერისა“-ღონისძიება ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში
02-07-2018
ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღის დაარსების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიება წარმოადგინეს.
სახელწოდება „ენა დედაა ერისა“ გახლდათ. ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლეილა დუმბაძე იყო.
ბავშვებმა მასწავლებელთან ერთად ამ დღისადმი მიძღვნილი ინფორმაციები მოიძიეს, ღონისძიება კი გამონათქვამებით, ლექსებითა და მხატვრული წარმოდგენით დატვირთეს.