ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმში ხელოვანი ახალგაზრდების ღონისძიებაზე საუკეთესო ახალგაზრდა პოეტის ნომინაცია მოიპოვა
02-07-2018
ბათუმის მერიის ორგანიზებით ხელოვანი ახალგაზრდების ღონისძიების გრანდიოზული ფინალი გაიმართა.
შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. მათ შორის ერთ-ერთი ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე თაკო ყურშუბაძე იყო, რომელმაც საუკეთესო ახალგაზრდა პოეტის ნომინაცია აიღო. იგი მაყურებლის წინაშე საკუთარი ლექსითა და უცხოური სიმღერით წარსდგა.
მოსწავლემ დიდი მოწონება და სიმპათია დაიმსახურა. მერიამ თაკო ყურშუბაძეს მონაწილეობისათვის მცირე ფასიანი საჩუქარი და სერთიფიკათი გადასცა. ჩაისუბნის საჯარო სკოლის დირექცია და პედ-კოლექტივი მას ამ დიდ წარმატებას ულოცავს.