ზერტის საჯარო სკოლა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონზე“ საუკეთესო ათეულში დასახელდა
02-07-2018
ზერტის საჯარო სკოლა ინტელექტ-ჩემპიონატ  „ეტალონის“ გრანდიოზულ ფინალში მოწვეულ სკოლებს შორის გახლდათ.  

სკოლა „ეტალონის“ საუკეთესო ათეულში დასახელდა:

„დიდი მადლობა „ეტალონის“ დიდ კოლექტივს, მის დამაარსებელსა და სულის ჩამდგმელს, გოჩა ტყეშელაშვილს, ამ შესანიშნავი პროექტისათვის. 2018 წლის გრანდიოზულ ფინალში, მიუხედავად იმისა, რომ ფინალისტი არ გვყავდა, ზერტის საჯარო სკოლა ამაყი იყო იმით, რომ მოწვეულ სკოლებს შორის ერთ-ერთი ჩვენი სკოლაც გახლდათ. სკოლა „ეტალონის“ საუკეთესო ათეულში დასახელდა, რამაც ზერტის სკოლის მოსწავლებში და მასწავლებლებში დიდი მოტივაცია და დაინტერესება გამოიწვია.“-აცხადებენ დირექციაში. 

„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი მიმდინარე წლის 26 ივნისს რუსთაველის თეატრში გაიმართა. 2017-2018 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე გახდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203