„საგზაო უსაფრთხოება“-პროექტი წონიარისის საჯარო სკოლაში
02-07-2018
წონიარისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ნიკეს“ წევრებმა თემაზე „საგზაო უსაფრთხოება“ სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეეებს პროექტი წარუდგინეს.
მიზანი ბავშვებში საგზაო უსაფრთხოების ირგვლივ ცნობიერების ამაღლება გახლდათ.
აღნიშნულის ფარგლებში კონკურსი ჩატარდა, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავდა: ვინ უკეთ იცნობს საგზაო მოძრაობის ნიშნებს და რა დანიშნულება აქვს ზებრა-გადასასვლელს და შუქნიშნებს. შემდეგ ფლეშმობი გაიმართა. მონაწილენი ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე გავიდნენ და მძღოლებს გაესაუბრნენ.
კერძოდ, მათ წინასწარ შედგენილი კითხვებით გაარკვიეს, თუ როგორ იქცევიან მძღოლები ამა თუ იმ სიტუაციაში.
სკოლის დირექციის ცნობით, აქტივობა ნაყოფიერი გახლდათ.