„ვასურათებთ მსოფლიო ხალხთა ზღაპრებს“-მარნეულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტში მონაწილეობა მიიღეს
02-07-2018
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთაძის თაოსნობით, პროექტში-„ვასურათებთ მსოფლიო ხალხთა ზღაპრებს“, მარნეულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
კერძოდ, ბავშვებმა პროექტის ხელმძღვანელებს აზერბაიჯანულენოვანი ხალხური ზღაპრები თხრობით და სურათებით წარუდგინეს.
პროექტის ხელმძღვანელებმა სხვადასხვა დიასპორის ბავშვების ხელით შესრულებული ილუსტრირებული ზღაპრების სახელმძღვანელო გამოსცეს, მონაწილეები კი სიგელებით დააჯიდოვეს.