გამარჯვების საჯარო სკოლაში პროექტი „მოზარდი და წიგნიერება“ წარმატებით ჩატარდა
02-07-2018
გამარჯვების საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტი „მოზარდი და წიგნიერება“ წარმატებით განხორციელდა.
მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფა გახლდათ.
პროექტის ფარგლებში მშობლებმა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ნაწარმოებები ერთად წაიკითხეს და პრეზენტაციაც ერთად მოამზადეს.
ეს აქტივობა ტრადიციულია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ამ პროექტის თავისებურება კი ის იყო, რომ მასში სკოლის 3 სსსმ (სპეციალური საჭიროების მქონე) მოსწავლე და მათი მშობლები ჩაერთნენ.