მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებაში გარემოსდაცვით თემაზე ესეები დაწერეს
02-07-2018
მიქელეფონის საჯარო სკოლის გუნდმა „მწვანე მომავალმა“ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019- ის ფარგლებში ბუნებაში გასვლითი ღონისძიება მოაწყვეს.
ღონისძიებას პედაგოგი მარიამ ქართველიშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის აღსაზრდელებმა ბუნებაში გარემოს დაცვის თემატიკაზე ესეები შექმნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა გარემოს დაბინძურების გამანადგურებელი შედეგები და პრობლემის სიმწვავე ნათლად წარმოაჩინეს.
„ღონისძიებაში გუნდის წევრი სსსმ მოსწავლე ვასილი რამიშვილი მონაწილეობდა, რომელმაც სხვა წევრების მსგავსად გარემოსდაცვით თემაზე ესე დაწერა და ჩვენი აღფრთოვანება გამოიწვია, ისე გააზრებულად და გულისხმიერად მიუდგა საკითხს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აქტივობის ბოლოს გამარჯვებული ესეს ავტორი - დავით ოჩხიკიძე გამოვლინდა.
ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მათ ესების განხილვას მოუსმინეს და ბუნების დაცვის შესახებ ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინეს.