თელავის №7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით რობოტები ააწყვეს
02-07-2018
თელავის №7 საჯარო სკოლის მე-7 კლასის ხუთმა მოსწავლემ: ნიკა ჯუხარიძემ, ლუკა გვარამაძემ, თემურ პაპიაშვილმა, სოფო იმერლიშვილმა და მიხეილ ოზმანიანმა, პროექტში „line following რობოტების რბოლა“ მონაწილეობა მიიღეს.  

პროექტი აერთიანებს თანამედროვე ელექტრონიკის ორ მნიშვნელოვან ასპექტს: კომპიუტერულ საინჟინრო და პროგრამულ საინჟინრო მიმართულებებს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა რობოტები საკუთარი ხელით ააწყვეს, დააპროგრამეს  და ერთმანეთს შეაჯიბრეს.  

მენტორ-პედაგოგებმა მოსწავლეებს მიკროელექტრონიკასა და რობოტექნიკაში მასტერკლასები ჩაუტარეს, ასევე, ფიზიკის, ელექტროინჟინერიისა და პროგრამირების საწყისები გააცნეს. 

პროექტმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ ცოდნა განიმტკიცეს და სურვილი გაუჩნდათ, ტექნოლოგიურ სფეროში გამართულ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა კვლავ მიიღონ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203