ღების საჯარო სკოლაში ინგლისურენოვანი პროექტი ჩატარდა
02-07-2018
ღების საჯარო სკოლაში პროექტი სახელწოდებით - „Little Red Cap: the Fairy Tale, Historic Background, and Tremendous Symbolic Power“ ჩატარდა.
სამიზნე ჯგუფი VIII კლასი გახლდათ.
პროექტის ხელმძღვანელი ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი და პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“/Teach For Georgia-ს კონსულტანტ-მასწავლებელი თამარ სამსონიძე იყო.
მიზანს ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ინგლისურ ენაზე 3D ანიმაციური ფილმის ნახვა, მეტყველების, სმენითი და წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება შეადგენდა.
შედეგი: მოსწავლეებმა პრეზენტაცია რიგ-რიგობით წარადგინეს, პროექტის თემიდან გამომდინარე პლაკატი მოამზადეს და 3D ანიმაციურ ფილმი წითელქუდაზე ნახეს- The Little Red Riding Hood 3D Animation Film.
ასევე, მათ ინგლისურ ენაზე გასცეს კითხვებს პასუხი, პროექტის დასასრულს კი ქვიშის ზღაპარი „წითელქუდა“ იხილეს.