გამარჯვების საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის 100 წლისთავის იუბილე ღირსეულად აღნიშნეს
03-07-2018
გამარჯვების საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის იუბილე ღირსეულად აღნიშნეს.
კერძოდ, ღონისძიების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ერთკვირიანი გეგმა შედგა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა, მათ შორის: სასკოლო კონფერენცია „საქართველო-100“, ნახატების გამოფენა და კონკურსები.
ზეიმი შემაჯამებელი მხატვრული ღონისძიებით დასრულდა.