ღების საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პროექტი ზღვის ცხოველების შესახებ მოამზადეს
03-07-2018
ღების საჯარო სკოლაში სწავლის პროცესის პარალელურად სხვადასხვა აქტივობა ტარდება.
კერძოდ, სკოლაში ზღვის ცხოველების (Sea creatures) შესახებ პროექტი განხორციელდა. თემა დელფინს, ვეშაპს, რვაფეხას, მოლუსკებს და სხვებს მოიცავდა.
პროექტის მთავარი იდეა/თემა:
მოსწავლეებმა ზღვის ცხოველები საკუთარი თვალით ნახეს და მათ უნარ-ჩვევებს გაეცნენ.
პროექტის აქტუალობა: ბავშვებისათვის პროექტი იმდენად აქტუალური იყო, რამდენადაც, მათ ამ ასაკში ზღვის ცხოველების შესახებ ძალიან მწირი ცოდნა ჰქონდათ, მითუმეტეს, ნაკლები ლექსიკური მასალა ინგლისურად მათი დახასიათებისათვის...
პროექტის მიზნები: რაც შეიძლება მეტი ზღვის ცხოველების გაცნობა–ინგლისურ ენაზე. მაგ.dolphin,shark,whale,shell და სხვა. მოსწავლეებმა შეძლეს მინი ლექციის სახით მათ მიერ არჩეულ ზღვის ბინადრებზე პრეზენტაცია, ნაჩვენები სლაიდ-შოუს ინგლისურ ენაზე დამოუკიდებლად თარგმნა, ზღვაში ბინადარ არსებებზე სლაიდ-შოუს საშუალებით უფრო მეტი ინფორმაციის მიიღება, მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე power-point-ში ნაჩვენები სლაიდ-შოუს შემდეგ რიგ-რიგობით კითხვებზე პასუხის გაცემა, პოსტერის შექმნა და მცირე საინფორმაციო ტექსტზე ფოტოების დართვა.
პროექტის ხელმძღვანელი: ინგლისური ენის პედაგოგი და პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“/Teach For Georgia-ს კონსულტანტ-მასწავლებელი თამარ სამსონიძე გახლდათ.
მონაწილეთა ასაკი: IV კლასი;
ვადები /ხანგრძლივობა: 2 კვირა;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: შეიქმნა სლაიდ-შოუ, ფოტო-ვიდეო მასალა და პოსტერები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, ლეპტოპი, clip-chart, ფერადი მარკერები, ფერადი ფანქრები, სხვადასხვა ზღვის ბინადრის ფოტოსურათები.
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები:
1. თითოეულმა მოსწავლემ მათ მიერ არჩეულ ზღვის ბინადარზე პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე წარმოადგინა.
2. მოსწავლეებმა British Council-ის ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეოები ნახეს: ანიმაცია სახელწოდებით-„Angel! Look out!“ და სიღერა-„Everything beneath the sea“, ვიდეოები, რომლებიც ზღვის ბინადრების თემატიკასთან იყო დაკავშირებული, თან ინგლისურ ენაზე სუბტიტრები ახლდა. მოსწავლეებმა ისინი დამოუკიდებლად თარგმნეს.
3. Power point-ში სლაიდ-შოუს საშუალებით ზღვის ბინადრებზე პრეზენტაცია ჩატარდა. მოსწავლეებმა არამარტო ნაცნობი, არამედ მათთვის ჯერ უცნობი ზღვის ბინადრების შესახებ სხვადასხვა მარავალფეროვანი და საინტერესო ინფორმაცია შეუტყვეს. მათ მათთვის დამახასიათებელი სხვადასხვა თვისება გაიგეს, როგორიცაა: ზომა, ფერი, მოძრაობა და საკვების შეგროვება.
4. უკვე ნაჩვენები სლაიდ-შოუდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა კითხვებს რიგ-რიგობით უპასუხეს. ამით გამოვლინდა რამდენად კარგად გაიაზრეს და თარგმნეს მიწოდებული ინფორმაცია, ასევე, ყურადღება ვიზუალურ მახსოვრობაზეც გამახვილდა.
5. პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა პოსტერები დაამზადეს.
იხილეთ ფოტოები