საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა ნათია მეკოკიშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
03-07-2018
საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლისთვის, ნათია მეკოკიშვილისთვის მიმდინარე სასწავლო წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო.
მან თავისი პროფესიონალიზმითა და შრომისმოყვარეობით წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა ნათიას კარიერული წინსვლის სიხარული გაიზიარა და მას გულთბილად მიულოცა.
სკოლის დირექციის ცნობით, ნათიასთვის დამახასიათებელია ბევრი კარგი პიროვნული თვისება, მაგრამ გამოსარჩევია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა დაკისრებული მოვალეობების მიმართ. იგი VI კლასის ხელმძღვანელია და ამ ასპარეზზეც გამორჩეულად წარმატებულია. მას მოსწავლეებთან და მშობლებთან არაჩვეულებრივად გულისხმიერი ურთიერთობები აქვს. სააღმზრდელო ღონისძიებების დაგეგმვასა და წარმართვაში, მოსწავლეების ინტელექტუალურ განვითარებაში დაუზარელია.
ნათია მეკოკიშვილი დიდ შრომას ეწევა. მისი დამსახურებაცაა, რომ ბევრი პედაგოგი თავის პედაგოგიურ საქმიანობას ღირსეულად ეწევა და ემზადებიან მასწავლებლის სტატუსი აიმაღლონ.
სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ნათია მასწავლებელს წარმატებას ულოცავენ და მომავალშიც კარიერულ წინსვლას უსურვებენ.