ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში ღონისძიება გამართეს
03-07-2018
ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლეილა დუმბაძის ხელმძღვანელობით, ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება - „მზიანი გულის კაცი“ გამართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა რომანიდან - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ეპიზოდები დადგეს, წერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს და მისი ნაწარმოებიდან ბრძნული აზრები და მისი ცნობილი გამონათქვამები წაიკითხეს.
ღონისძიების მეორე დღეს მეხუთეკლასელები მასწავლებელმა ხიდისთავში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში წაიყვანა, სადაც მოზარდებმა მათ მიერ მომზადებული ღონისძიება ჩაატარეს.
სკოლის წარმოამდგენლის თქმით, მოსწავლეებმა ასევე მოილოცეს შემოქმედის ეკლესია და ერკეთის დედათა მონასტერი.
„ბავშვები აღფრთოვანებული დარჩნენ იქ არსებული სიძველეებითა და სიწმინდეებით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.