ჩაისუბნის საჯარო სკოლაში პროექტის - „კინო სკოლაში“ ფარგლებში კინოჩვენებები გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში სკოლის აღსაზრდელები კინემატოგრაფის კლასიკურ ნიმუშებს გაეცნენ, შემდეგ კი ნანახი ფილმები განიხილეს.
პროექტი „კინო სკოლაში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით იმართება. იხილეთ ფოტოები