ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების საკონკურსო ვიდეორგოლმა მოწონება დაიმსახურა
03-07-2018
ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ორწუთიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობდნენ. 

კონკურსის თანახმად, მონაწილეებს მობილური ტელეფონით უნდა გადაეღოთ ორწუთიანი ფილმი და შემოქმედებითი მიდგომით გაეშუქებინათ მითები და რეალობა შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საქართველოში. 

კონკურსის მონაწილეებს ერთობლივი გამოცდილების მიღების მიზნით, უნდა შეერჩიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანატოლი, გაეტარებინათ მასთან ერთად გარკვეული დრო და მოეხდინათ ამ გამოცდილების რეფლექსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანატოლთან ერთად.  

კონკურსში ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქრისტინე ლავრენტიევა და ვიკტორ კლინკაროვი მონაწილეობდნენ. 

„მათ ჩაწერეს ვიდეო ჩვენივე სკოლის სკოლადამთავრებულ ვლადიმერ მელაშვილთან, რისთვისაც დაჯილდოვდნენ და გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები: „დაინახე ყველაფერი“-ს ჩანთა, სამაჯური, მაისური, ჭიქა, მეხსიერების ბარათი და პუბლიკაციები „თანასწორი ურთიერთობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან“ და „მითები და რეალობა შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საქართველოში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

კონკურსი ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფრის“ ფარგლებში ჩატარდა. 

მოსწავლეებს „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203