როდის აბარებენ ამერიკელი მოსწავლეები უმაღლესში - პრაქტიკა, რომელიც შესაძლოა, გაისად ჩვენთანაც დაინერგოს
04-07-2018

ზაფხულის ცხელი დღეების გამო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ შესაძლოა მომავალ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები გაზაფხულზე ჩატარდეს. 

„აღნიშნული პრაქტიკა ევროპის არაერთ ქვეყანაშია, მათ შორის, ამერიკაშიც ტარდება სემესტრებს შორის გამოცდები. ჩვენთან როგორ ჩატარდება გაზაფხულზე, ამაზე ვმუშაობთ და არსებობს რამდენიმე ვარიანტი“,- განუცხადა მინისტრმა 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჟურნალისტებს.

ჩვენთვის ნაცნობი სისტემისგან განსხვავებით, როდესაც მოსწავლე სკოლას ამთავრებს და მხოლოდ შემდეგ გადის გამოცდებზე, აშშ-ში სხვა პრაქტიკა არსებობს. 

აშშ-ი მოსწავლემ მე-11 მე-12 კლასში უკვე იცის არა მხოლოდ სად ჩააბარებს, არამედ გამოცდის შედეგებიც, რადგან სკოლაშივე ემზადება და აბარებს უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრ SAT ტესტს.

SAT (სხვადასხვა დროს - SAT Reasoning Test, Scholastic Aptitude Test, Scholastic Assessment Test) - სტანდარტიზებული ამერიკული ტესტია, რომლის ჩაბარება აუცილებელია აშშ-ს კოლეჯებსა და აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად.

ტესტი აბიტურიენტის ცოდნას რამდენიმე სფეროში ამოწმებს. SAT აშშ-ს ტერიტორიაზე წელიწადში შვიდჯერ ტარდება.

ტესტები ბარდება ოქტომბერში, დეკემბერში, მარტში, მაისში, ივნისში, აგვისტოსა და ნოემბერში, ჩვეულებრივ, თვის პირველ შაბათს. გამოცდის მთავარი ორგანიზატორი კერძო ორგანიზაცია - College Board-ია.

წარმატებით ჩაბარებული ტესტი აუცილებელი პირობაა ბევრ კოლეჯსა და უმაღლესში მოსახვედრად. ძირითადად SAT-ის გამოცდა მოითხოვება მსხვილ და პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებებში ჩასაბარებლად. საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასაბარებლად არსებობს ტესტი SSAT.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203