სენაკის N1 სკოლის Iბ კლასის ხელმძღვანელმა იამზე ხუნწარიამ ჩაატარა ღია საჩვენებელი გაკვეთილი ბუნებაში თემაზე ,,ბოსტნეული - სასარგებლო საკვები".
მასწავლებლის მიზანი იყო მოსწავლეებს მათთვის საყვარელ ბოსტნეულზე ემსჯელათ.
მოსწავლეებმა შეასრულეს ბევრი საინტერესო აქტივობა-დავალება, განმარტეს თუ რომელი ბოსტნეულის რა ნაწილია საჭმელად გამოსადეგი.
მასწავლებელმა მოსწავლეებს ბოსტნეულის სასარგებლო თვისებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მშობელთა ჩართულობით მოსწავლეებმა მოამზადეს სხვადასხვა სახის სალათები, თვითონ დააგემოვნეს და თავიანთი ნახელავით კმაყოფილები დარჩნენ.
იხილეთ ვიდეო