ხელვაჩაურის განთიადის საჯარო სკოლაში პროექტი „ჩემი პირველი არჩევნები“ ჩატარდა
03-07-2018
ხელვაჩაურის განთიადის საჯარო სკოლაში პროექტ „ჩემი პირველი არჩევნების“ ფარგლებში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „უსკოს“ თავმჯდომარეს შეხვდნენ.  

მასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში არჩევნების შესახებ ისაუბრეს, კერძოდ კი-თუ რა მნიშვნელობა აქვს მონაწილეობას.

შემდეგ, მოსწავლეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბაჭოში იმყოფებოდნენ, სადაც ისინი თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს შეხვდნენ.

დავით გაბაიძე მოსწავლეებს ავტონომიის ფორმასა და მნიშვნელობაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურაზე, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ესაუბრა.

კანონმდებლებმა მოსწავლეთა მოსაზრებები მოისმინეს და მათთვის მნიშვნელოვან თემებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203