„ბავშვობა ლამაზი ზღაპარია“ - ფოთის N7 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გამართეს
03-07-2018
ფოთის N7 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ღონისძიება - „ბავშვობა ლამაზი ზღაპარია“ გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ და პირველ მასწავლებელს ლელა დანელიას გამოეთხოვნენ.
„ღონისძიება შთამბეჭდავი გამოვიდა, მოსწავლეებმა მაყურებლის აპლოდისმენტები დაიმსახურეს“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები