თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყვეს
03-07-2018
თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. სკოლის აღსაზრდელებმა გამოფენა მოაწყვეს, რომელზეც გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს. პროექტს ხელოვნების პედაგოგი თინათინ მუჯირიშვილი ხელმძღვანელობდა.
დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. იხილეთ ფოტოები