ფოთის N7 საჯარო სკოლაში ისტორიის გაკვეთილები დამოუკიდებლობის თემას მიეძღვნა
04-07-2018
ფოთის N7 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს კვირეული მიუძღვნეს. 

კვირეულის ფარგლებში სკოლაში ისტორიის გაკვეთილები დამოუკიდებლობის თემას მიეძღვნა.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე მონოლოგის, დიალოგის და დისკუსიის ფორმით ისაუბრეს, პედაგოგებმა კი 1918 -1921 წლების მოვლენებზე გაამახვილეს ყურადღება და აღსაზრდელებს თემასთან დაკავშირებით ვიდეომასალა აჩვენეს. 

წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203