გურჯაანის რაიონის სკოლებს შორის ხანგრძლივი და დაძაბული ჭადრაკის სპარტაკიადა ჩატარდა
09-12-2016

გურჯაანის რაიონის სკოლებს შორის ჭადრაკის სპარტაკიადა გაიმართა. 

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ხუთმა - გურჯაანის N2, N3, N4, სოფელ ბაკურციხისა და სოფელ ჩუმლაყის - საჯარო სკოლამ. 

თითოეული სკოლის გუნდში იყო ორი ბიჭი და ერთი გოგონა. 

გურჯაანის N4 სკოლის წარმომადგენლები - ანი ჭყოიძე და ნიკა რუაძე თავდაპირველად დაუპირისპირდნენ N2 საჯარო სკოლას და გადავიდნენ ფინალში, სადაც მათი მოწინააღმდეგე სოფელ ჩუმლაყის სკოლა იყო.

ფინალი საკმაოდ ხანგრძლივი და დაძაბული გამოდგა.

საბოლოოდ გაიმარჯვა N4 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა. 

ამ წარმატების აღსანიშნავად მოსწავლეებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტისაგან ოქროს მედლები და დიპლომები მიღეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203