გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ
04-07-2018
გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის ღონისძიებებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ. სკოლის ორი მოსწავლე პროექტში - „ტოპ 7“ ჩაერთო. სკოლის აღსაზრდელებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 ღირსშესანიშნავი ადგილი ტექსტურად აღწერეს და ფოტო რეპორტაჟი მომზადეს. ერთ-ერთმა მოსწავლემ კონკურსში პირველი ადგილიც დაიკავა.
X და XI კლასის მოსწავლეები 9 მაისისადმი მიძღნილ სარაიონო ღონისძიებაში - „მათი სახელი უკვდავია“ მონაწილეობდნენ. მოსწავლეება ასევე იაქტიურეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიძღვნილ ღონისძიებაში.
მოსწავლეები და მასწავლებლები ხალისით ჩაერთვნენ გურჯაანის რაიონალურ ბიბლოთეკაში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ გამოფენაში- „ილია ევროპელი“. სკოლის აღსაზრდელები დისკუსიაში მონაწილეობდნენ.
მოზარდებმა საკუთარი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებისა და საკათედრო ტაძრის ერთობლივ ღონისძიებებში - „8 მარტი“ და „საქართველოს დამუკიდებლობა“.
სკოლის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“. თამაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს, სასკოლო აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებშიც - “ყოჩაღების მარათონი„ “ჩვენი დედაენა„ “ჩვენ პატარა ინტელექტუალები ვართ„ “ფერთა სიმფონია„ “ქართველი ქალები ნატოს ეგიდით„ და ა.შ.
სკოლის მოსწავლეები წარმატებულები არიან სპორტშიც. ქეთი მოდებაძე 60 მეტრზე რბენაში რეგიონალური ტურნირის გამარჯვებული გახდა და აგრძელებს ასპარეზობას ანაკლიაში საქართველოს პირველობაზე. მარიამ ფირალიშვილმა კი გოგონათა შორის ჭადრაკში რეგიონალურ ტურნირზე იასპარეზა. იხილეთ ფოტოები