განთიადის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაისხენეს
04-07-2018
ხელვაჩაურის, განთიადის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს. სკოლაში კურსდამთავრებულები თეთრი მაისურებით მივიდნენ და ერთმანეთს საუკეთესო სურვილები უსურვეს, სკოლაში გატარებული წლები გაისხენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
მასწავლებლებმა კი მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა საზეიმოდ ტორტი გაჭრეს. იხილეთ ფოტოები