ასპინძელმა მოსწავლეებმა, პოეზიის საღამოზე, ლადო ასათიანის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გამოამჟღავნეს
09-12-2016

დაბა ასპინძის სკოლის VI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა პოეზიის საღამო ”ჭაბუკებად დარჩნენ მარად”(ლადო ასათიანი).

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეები დიდი სითბოთი და სიყვარულით კითხულობდნენ ლადო ასათიანის შესანიშნავ ლექსებს, ლადოს მზიური სულის ანარეკლს.

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს საღამოები კვლავ ჩაატარონ, ყველა კლასიკოსის პოეზიას საფუძვლიანად გაეცნონ და შეისწავლონ.

საღამო დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარეხ ბერიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203