საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ნოდარ ახლკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა - „ფერადი სამყარო“ გაიმართა.
მოსწავლეებმა დამთვალიერებელს სხვადასხვა თემაზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები შესთავაზეს.
ხელოვნებას სკოლის აღსაზრდელებს პედაგოგი ნინო იოსავა ასწავლის.
იხილეთ ფოტოები