ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
04-07-2018
ჩაისუბნის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთში სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა ვარძიის სამონასტრო კომპლექსი და რაბათის ციხე დაათვალიერეს და ბორჯომის ცენტრალურ პარკში გაისეირნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. იხილეთ ფოტოები