ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხატვრულ-შემოქმედებით კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს
04-07-2018
ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხატვრულ-შემოქმედებით კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს. კონკურსი ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით თხილნარის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა.
ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის წარმომადგენლის თქმით, ფინალურ ტურში ერთმანეთს მე-3-მე-4 კლასის მოსწავლებით დაკომპლექტებული სხვადასხვა სკოლის 12 გუნდი შეეჯიბრა.
პირველი დავალება იყო „ფლეშმობი“, რომელიც მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად შეესრულეს. შემდეგ ეტაპზე გუნდის კაპიტნებმა კომისიის მიერ შერჩეული ნაწარმოებებიდან ერთ-ერთი აირჩიეს და ნაწარმოების ილუსტრაციები სხვადასხვა, მათ შორის გრაფიკული და ფერწერული სახით წარმოადგინეს. დასკვნით ტურში კი გუნდის კაპიტანმა, შეზღუდულ დროში (3 წუთი) ნამუშევარი აღწერა.
“ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დავალებებს შესანიშნავად გაართვეს თავი“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები