ღების საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ბუნებაში არსებულ ცვლილებებზე ისაუბრეს
05-07-2018
ღების საჯარო სკოლაში მორიგი პროექტი განხორციელდა. 

დასახელება „გასაოცარი ცვლილებები“ („Amazing changes“) გახლდათ. 

პროექტის მთავარი იდეა: რა ცვლილებებია ბუნებაში? რა შედეგამდე მივყავართ ბუნებაში არსებულ ცვლილებებს? (დადებითი და უარყოფითი მხარეები); რა ეტაპებს გადიან ბუნებაში ცოცხალი არსებები, სანამ სრულყოფილად ჩამოყალიბდებიან?

თემის უკეთ გასაცნობად მოსწავლეებმა პროექტზე იმუშავეს. შედეგად, საპრეზენტაციო თემები გადაინაწილეს.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა ბუნების ცვლილებებში დადებითი და უარყოფითი მხარეების გარჩევა შეძლეს. მათ ინფორმაციის კვლევა-ძიების და პრეზენტაციის უნარი განივითარეს, მეტყველება გაიუმჯობესეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს დაეუფლნენ. 

პროექტის ხელმძღვანელი: ინგლისური ენის პედაგოგი და პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“/Teach For Georgia-ს კონსულტანტ-მასწავლებელი-თამარ სამსონიძე.

მონაწილეთა ასაკი: VII კლასი.

ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: სლაიდ-შოუ, ვიდეომასალა, პოსტერი.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სასწავლო სახელმძღვანელო-English world , ვიდეომასალა, ფოტო სურათები, თაბახის ფურცლები, მარკერები, ფერადი ფანქრები, მაკრატელი, ვატმანის ქაღალდი, ინტერნეტი და პროექტორი.

პროექტის მსვლელობა: კლასში სამი მოსწავლეა და თითოეულმა პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე პეპლის, ნემსიყლაპიისა და სამოთხის ჩიტის განვითარების ძირითად ეტაპებთან დაკავშირებით  წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე კი მოსწავლეებმა  თემატური ვიქტორინა ითამაშეს.

დასასრულს, მოსწავლეებმა ორი პოსტერი დაამზადეს, რომლებზედაც ბუნებაში მომხდარი ცვლილებები იყო გამოსახული.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203