რუსთავის N4 სკოლის წარმატებულ მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს საჩუქრები გადაეცათ
12-12-2016

ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 სკოლაში ყოველწლიურად იმართება წარმატებულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოვების ცერემონია.

რუსთავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, მიღწეული შედეგებით, გამორჩეულები არიან არა მარტო რუსთავში არამედ, საქართველოს მასშტაბით. სკოლა ღირსეულად იკავებს ერთ-ერთ საპატიო ადგილს წარმატებულ სკოლებს შორის.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურში წარმატებას მიაღწიეს. 

ზოგიერთი მათგანი საქართველოს და ბრიტანეთის საზაფხულო ბანაკებში მიიწვიეს.

დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა საქალაქო კონკურსებსა თუ, პროექტებში. 

ასევე, დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე საბუნებისმეტყველო საგნებში მიიღეს უმაღლესი შეფასებები და სხვ.

საზეიმო ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ წარმატებული მოსწავლეების პედაგოგებიც, ხოლო მოსწავლეთა მშობლებს გადაეცათ მადლობის ბარათები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203